უცხ.ს.VI.10.

მოსწავლეს შეუძლია დაწეროს სხვადასხვა სახის ესე აქტუალურ თემაზე/საკითხზე (მაგ., მოსწავლე და მობილური ტელეფონი, მოსწავლეთა დამოკიდებულება სკოლის მიმართ, უცხოური ენების სწავლა და სხვა).

ინდიკატორები

  • წარმოადგენს საკუთარ თავს;
  • დეტალურად აღწერს საკუთარ გამოცდილებას კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში;
  • გამოკვეთს დადებით და უარყოფით ასპექტებს/მხარეებს და განმარტავს მათ, მოაქვს სათანადო მაგალითები;
  • გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას საკითხისადმი;
  • პირადი გამოცდილებიდან კონკრეტული მაგალითის მოხმობით განმარტავს საკუთარ დამოკიდებულებას;
  • გამოაქვს დასკვნა;
  • ტექსტს ასათაურებს;
  • წერისას იცავს აზრობრივ თანამიმდევრობას;
  • მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.

რესურსები