უცხ.ს.V.9.

მოსწავლეს შეუძლია ხმამაღლა წაიკითხოს ტექსტი/ნაწყვეტი. 

ინდიკატორები

  • შეარჩევს ტექსტს/ნაწყვეტს, რომლის წაკითხვაც უნდა აუდიტორიის წინაშე;
  • წაკითხვამდე გაიაზრებს ტექსტის შინაარსს;
  • შინაარსის შესაბამისად ცვლის მეტყველების ტემპს, ხმის ტემბრსა და სიმაღლეს;
  • ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს;
  • სასვენი ნიშნების ფუნქციით იყენებს ინტონაციას;
  • შინაარსის მიხედვით იყენებს მიმიკა-ჟესტიკულაციას;
  • კითხვის პროცესში ცდილობს მხედველობითი კონტაქტის დამყარებას აუდიტორიასთან;
  • მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ.

რესურსები