უცხ.ს.V.4.

მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის დარგობრივი შემეცნებითი ტექსტი (ისტორიის, კულტურის, არქეოლოგიის, გეოგრაფიის, ეკოლოგიის და სხვა სფეროდან).

ინდიკატორები

  • ამოიცნობს მთავარ თემას/საკითხებს;
  • ამოიცნობს ტექსტის ზედაპირზე (ექსპლიციტურად) მოცემულ ფაქტობრივ ინფორმაციას;
  • ტექსტს ყოფს შინაარსობრივ ნაწილებად;
  • განარჩევს ფაქტს ვარაუდისაგან;
  • აჯგუფებს ინფორმაციას სხვადასხვა ნიშნით;
  • ამოიცნობს ტექსტის სხვადასხვა მონაკვეთში მოცემულ ფაქტებსა და მოვლენებს შორის არსებულ კავშირს (მიზეზ-შედეგობრივი, შეპირისპირებითი, პირობითი, ინდუქციური და სხვა) და გამოაქვს სათანადო დასკვნა;
  • ამოიცნობს ტექსტის სხვადასხვა ნაწილში მოცემულ ინფორმაციებს შორის არსებულ ლოგიკურ კავშირებს;
  • აკავშირებს ტექსტში მოცემულ ინფორმაციას საკუთარ გამოცდილებასთან და ამის საფუძველზე გამოაქვს დასკვნა.

რესურსები