უცხ.ს.V.23.

მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები. 

ინდიკატორები

  • მონაწილეობს დავალების წარმატებით შესრულების კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში;
  • გამოკვეთს დავალების განხორციელების ეტაპებს;
  • განსაზღვრავს იმ ცოდნასა და უნარებს, რომლებსაც ფლობს და გამოიყენებს დავალების შესასრულებლად;
  • განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს ახალი დავალების განსახორციელებლად;
  • განსაზღვრავს რა გაუადვილდება, რა გაუჭირდება, რაში დასჭირდება დახმარება, კონსულტაცია;
  • განსაზღვრავს საჭირო სტრატეგიებს დავალების თითოეული ეტაპისათვის.

რესურსები