უცხ.ს.V.21.

მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას კულტურის თავისებურებების მიმართ.

ინდიკატორები

  • ამოიცნობს ტექსტში ასახულ სოციოკულტურულ გარემოს და ავლებს პარალელს მშობლიურ სოციოკულტურულ გარემოსთან (აღმსარებლობა, ცხოვრების წესი, დღესასწაულები, ზნე-ჩვეულებები, ქვეყნის ადმინისტრაციული მოწყობა, ისტორიული ეპოქის თავისებურებები და სხვა);
  •  ამოიცნობს ილუსტრაციებში/ ტექსტებში ასახულ კულტურის, საყოფაცხოვრებო რეალიებს;
  •  ავლებს პარალელს უცხოურ და მშობლიურ კულტურებს შორის, პოულობს მსგავსებებს, განსხვავებებს;
  •  კორექტულად გამოთქვამს საკუთარ აზრს, შეხედულებას, დამოკიდებულებას კულტურათა თავისებურებებზე მსჯელობისას;
  •  იჩენს ინტერესს ადამიანთა განცდების, დამოკიდებულების მიმართ;
  •  ავლებს პარალელებს, პოულობს და აღნიშნავს ანალოგიებს, განსხვავებებს საკუთარ და სხვათა სულიერ სამყაროებს შორის (განცდები, განწყობილებები, დამოკიდებულებები);
  • ამოიცნობს ანდაზების, ფრაზეოლოგიზმების მნიშვნელობას და პოულობს მათ შესატყვისს მშობლიურ ენაში.

რესურსები