უცხ.ს.V.20.

მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას სამეტყველო ამოცანების ეფექტურად გადასაჭრელად და ზეპირი მეტყველების უნარის გასაუმჯობესებლად. 

ინდიკატორები

  • წინასწარ ამზადებს საჭირო რესურსებს, თავს უყრის მოდელებს, გამოთქმებს, კლიშეებს, საკვანძო სიტყვებს;
  • აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე გადის რეპეტიციას;
  • გაუგებრობის შემთხვევაში ითხოვს განმარტებას, ნელა და გარკვევით წარმოთქმას, გამეორებას;
  • სიტყვის დავიწყების/არცოდნის შემთხვევაში იყენებს საკომპენსაციო საშუალებებს (მაგ.: მიმიკა, ჟესტიკულაცია, პერიფრაზირება /აღწერს ნაგულისხმევ საგანს ან მიუთითებს, რაში გამოიყენება/ და სხვა);
  • სამეტყველო ამოცანების გადასაჭრელად იყენებს სხვა ენაზე მიღებულ გამოცდილებას;
  • აანალიზებს იმ ფაქტორებს, რომლებმაც ხელი შეუწყო წარმატების მიღწევაში, ან გამოიწვია წარუმატებლობა ზეპირი გამოსვლის დროს და მასწავლებელთან ერთად სახავს გამოსწორების გეგმას.

რესურსები