უცხ.ს.V.19.

მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.

ინდიკატორები

  • საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისად იყენებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებს, კლიშეებს, გამოთქმებს, ფორმულებს, ფამილარულ და თავაზიან ფორმებს;
  • თხრობისას მართებულად იყენებს ზმნის ნასწავლ ფორმებს წარსული, ახლანდელი და მომავალი დროის გამოსახატად;
  •  ამბის გადმოცემისას სწორად იყენებს მოვლენათა თანმიმდევრობის გამომხატველ სიტყვებს (ჯერ, შემდეგ, ბოლოს);
  •  იყენებს სასაუბრო თემის შესაბამის ნასწავლ ლექსიკას;
  •  იცავს სინტაქსურ მიმართებებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებში;
  •  იყენებს ემოციების, შთაბეჭდილების გამომხატველ ენობრივ საშუალებებს (ლექსიკური ერთეულები, მყარი შესიტყვებები, კლიშეები, ენობრივი კონსტრუქციები);
  •  იყენებს მარტივ სტრუქტურებს მოქმედებათა თანადროულობისა და თანამიმდევრულობის (წინმსწრები/მერმინდელი მოქმედებები) გამოსახატად;
  •  იყენებს სუბიექტური დამოკიდებულების გამომხატველ ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს (ჩართულ, დანართ, განკერძოებულ სიტყვებსა და გამოთქმებ და სხვა);
  • ერთი აზრობრივი ნაწილიდან მეორეზე გადასასვლელად იყენებს სათანადო სიტყვებსა და ენობრივ ფორმულებს (შესაბამისად, მაგალითად, ამას გარდა, ასე რომ და სხვა);
  • მოვლენათა და ქცევათა შეფასებისას მართებულად იყენებს შეფასების გამომხატველ სიტყვებსა და ენობრივ ფორმულებს;
  • კითხვის დასმის, თხოვნის, ბრძანებისა და გრძნობების გადმოცემისას იცავს სიტყვათა რიგს და ამ მოდალობებისათვის დამახასიათებელ ინტონაციას;
  •  პიროვნების, საგნის, მოვლენის დახასიათებისას ირჩევს შესაფერის ენობრივ საშუალებებს (განსაზღვრებებ, შედარებებ, მიმღეობებ).

რესურსები