უცხ.ს.V.16.

მოსწავლეს შეუძლია ყოფითი საკომუნიკაციო სიტუაციისთვის თავის გართმევა.

ინდიკატორები

  • მომზადების გარეშე მონაწილეობს როლურ თამაშებში, სიმულაციურ სიტუაციებში, რომლებიც ჩვეულ ყოფით სიტუაციას ასახავს (მაგ., მეგობრებს არდადეგების გატარების სამი სხვადასხვა შესაძლებლობა აქვთ; თითოეული აკეებს არჩევანს და წარმოაჩენს თავისი არჩევანის დადებით მხარეებს);
  • წინასწარი მომზადების საფუძველზე მონაწილეობს ისეთ სიმულაციურ სიტუაციებში, რომლებიც მოულოდნელ, უჩვეულო სიტუაციას ასახავს (მაგ., ერთი ადამიანი სიხარულით ხვდება მეორეს; ეს უკანასკნელი მას ვერ ცნობს. ერთ ადამიანს კონკრეტული პრობლემა აქვს, უყვება მეგობარს; ეს უკანასკნელი რჩევებს აძლევს).

რესურსები