უცხ.ს.V.14.

მოსწავლე ფლობს და იყენებს წერის ეფექტურ სტრატეგიებს წერის პროცესის ყველა ეტაპზე (მოსამზადებელი, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება).

ინდიკატორები

  • დასმული საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით, მეხსიერებაში მოიძიებს საჭირო ინფორმაციას, ანუ გაააქტიურებს საჭირო ცოდნას (როგორც ენობრივს, ისე რიტორიკულსა თუ თვით სიუჟეტთან დაკავშირებულს);
  •  საჭიროების შემთხვევაში, რესურსებში მოიძიებს დამატებით ინფორმაციას;
  •  მიმართავს გონებრივ იერიშს და ჩამოწერს ყველა იდეას, რომელიც საწერ თემატიკასთან დაკავშირებით მოუვა აზრად;
  •  შეარჩევს ინფორმაციებსა და იდეებს, მოიფიქრებს, თუ როგორ დააკავშირებს მათ ერთმანეთთან, ანუ შეიმუშავებს გეგმას;
  •  წერს ტექსტს გეგმაზე დაფუძნებით;
  • ტექსტის წერის პროცესში მუდმივად აკვირდება ნაწერს; განსჯის, რამდენად ახერხებს სათქმელის გასაგებად და თანამიმდევრულად გადმოცემას. საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს ცვლილება - ახდენს გეგმის თავისებურ რეორგანიზებას, ამატებს ან აკლებს ინფორმაციას და სხვა;
  • ასწორებს იმ ენობრივ და შინაარსობრივ ხარვეზებს, რომლებმაც შეიძლება მკითხველს პრობლემები შეუქმნას და გარკვეულწილად შეაფერხოს კომუნიკაცია (მაგ., ამატებს ან ამოიღებს სიტყვას, წინადადებას, ტექსტის ერთ მონაკვეთს, ასწორებს გრამატიკულ ან ორთოგრაფიულ შეცდომებს; აკითხებს თანაკლასელს, მისი შენიშვნების გათვალისწინებით აუმჯობესებს ნაწერს; ნაწერს გადაათეთრებს);
  • იხსენებს, სხვა საგნებში რა ტიპის სტრატეგია გამოუყენებია ტექსტის შედგენისას, ადარებს ძველ და ახალ გამოცდილებას, გამოაქვს დასკვნები;
  •  მსჯელობს, რომელ სასწავლო თუ ცხოვრებისეულ სიტუაციაში შეიძლება გამოადგეს გამოყენებული სტრატეგიები.        

რესურსები