უცხ.ს.V.13.

წერისას მოსწავლეს შეუძლია შექმნას ტექსტის სტრუქტურა, ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს. 

ინდიკატორები

  • მიზნიდან გამომდინარე შეარჩევს ტექსტის სათანადო სრუქტურას, სწორად იყენებს აბზაცს და სხვა სტრუქტურულ მაორგანიზებლებს (სათაურ, ქვესათაურ, რუბრიკა და სხვა);
  • იყენებს ნება-სურვილის, რჩევა-დარიგების გამომხატველ ენობრივ კონსტრუქციებს, ფორმულებს;
  • იყენებს ზმნის ფორმებს ახლანდელი, მომავალი და წარსული დროის გამოსახატად;
  • იყენებს მარტივ ენობრივ სტრუქტურებს ლოგიკური კავშირების (მიზეზი, შედეგი, მიზანი, ოპოზიცია, პირობითობა) გამოსახატად;
  • საკომუნიკაციო სიტუაციის/მიზნის შესაბამისად იყენებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებს, კლიშეებს, ფორმულებს;
  • იყენებს ემოციების, დამოკიდებულების, შთაბეჭდილების გამომხატველ ხშირად გამოყენებულ ენობრივ საშუალებებს (ლექსიკურ ერთეულებ, მყარ შესიტყვებებ, კლიშეებ, ენობრივ კონსტრუქციებ);
  • იყენებს მარტივ სტრუქტურებს მოქმედებათა თანადროულობისა და თანამიმდევრულობის (წინმსწრები/მერმინდელი მოქმედებების) გამოსახატად;
  • პიროვნების, საგნის, მოვლენის დახასიათებისას ირჩევს შესაფერის ენობრივ საშუალებებს (განსაზღვრებებ, შედარებებ, მიმღეობებ);
  • ტექსტის შექმნისას იცავს აზრობრივი გადაბმის შესაბამის ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს (მაგ., ანაფორულ ნაცვალსახელებს, ზმნიზედებს, არტიკლებს, სიტყვის ლექსიკურ და სემანტიკურ განმეორებებს, სინონიმურ და ანტონიმურ ჩანაცვლებებს, ზმნა-შემასმენლის დრო-კილოთა ფორმებს და სხვა);
  • მართებულად აკავშირებს მისათითებელ სიტყვებსა და წევრ-კავშირებს (მაგ., ის. . . , რომელიც; ისინი . . . , რომლებიც);
  • იყენებს პირდაპირი და ირიბი ნათქვამის გადმოსაცემ ენობრივ საშუალებებს;
  • აღწერა-დახასიათებისას იყენებს სხვადასხვა ტიპის შედარებას;
  • იცავს პუნქტუაციისა (რთულ წინადადებაში, დიალოგის გადმოცემისას) და მართლწერის ნორმებს;
  • პირობის, ალბათობის, ვარაუდის გამომხატველ წინდადებებში იყენებს სათანადო სინტაქსურ კონსტრუქციებს;
  • ერთი აზრობრივი ნაწილიდან/საკითხიდან მეორეზე გადასასვლელად იყენებს სათანადო სიტყვებსა და ენობრივ ფორმულებს (მაგ., უპირველს ყოვლისა, შემდეგ, ბოლოს, ამბობენ, ჩემი აზრით, ასე რომ, ამდენად და სხვა);
  • იყენებს სუბიექტური დამოკიდებულების გამომხატველ ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს.

რესურსები