უცხ.ს.V.11.

მოსწავლეს შეუძლია დაწეროს ესე/წერილი, რომელშიც გადმოსცემს საკუთარ შთაბეჭდილებებს, თვალსაზრისებს (მაგ., მოგზაურობის შთაბეჭდილებებს, გამოხმაურებას ნანახ სპექტაკლზე/ჩატარებულ ღონისძიებაზე და სხვა).

ინდიკატორები

  • წარმოადგენს საკუთარ თავს;
  • შესავალ ნაწილში აუწყებს მკითხველს წერილის თემას;
  • დეტალურად აღწერს სიტუაციებს, შთაბეჭდილებებს, გადმოსცემს კონკრეტულ ფაქტებს, ამბებს (მაგ., სად იყო, რა ნახა, როგორი იყო და სხვა);
  • გადმოსცემს ემოციებს, განცდებს, განწყობილებებს, რომლებიც გამოიწვია ნანახმა;
  • იძლევა შეფასებებს, გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას კონკრეტული საკითხის მიმართ;
  • ასათაურებს ესეს, წერილს;
  • თანამიმდევრულად, მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.

რესურსები