უცხ.ს.V.1.

მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია (დიალოგი, ინტერვიუ) სხვადასხვა თემაზე.

ინდიკატორები

  • ამოიცნობს, სად მიმდინარეობს საუბარი;
  • ამოიცნობს თანამოსაუბრეებს;
  • ამოიცნობს საუბრის ძირითად თემას/საკითხებს;
  • ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, რა, სად, როდის, რომელი, როგორი, რამდენი, რატომ და სხვა);
  • ამოიცნობს თანამოსაუბრეთა დამოკიდებულებას, შეფასებას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით;
  • საუბრის შინაარსიდან გამომდინარე, გამოაქვს დასკვნა თანამოსაუბრეთა ხასიათის, საქმიანობის, ინტერესების, სოციალური მდგომარეობისა და მათ შორის არსებული ურთიერთობის (მეგობრული, კონფლიქტური, საქმიანი, დიდი ხნის ნაცნობები, ახლადგაცნობილები და სხვა) შესახებ;
  • ინტონაციით განასხვავებს სათქმელის მოდალობას (შეკითხვა, თხოვნა, მოთხოვნა, საყვედურ, სინანულ, გაპროტესტება);
  •  განასხვავებს მიმართვის ფამილარულ და თავაზიან ფორმებს.

რესურსები