უცხ.ს.IV.9.

მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ტექსტი სტრუქტურული მახასიათებლების მიხედვით, ამოიცნოს ენობრივი ფორმები და მათი ფუნქცია შინაარსიან კონტექსტში.

ინდიკატორები

  • აფასებს, რამდენად უწყობს ხელს ტექსტის დიზაინი ტექსტის შინაარსის აღქმას (ილუსტრაციისა და ტექსტის მიმართება, შრიფტის ზომა და სახესხვაობა, ტექტის აბზაცებად/სვეტებად დაყოფა, ნაწილების დასათაურება და სხვა);
  • ამოიცნობს ფრაზებსა და სიტყვებს, რომლებიც ეხმარება მკითხველს, გამიჯნოს ფაქტი შეფასებისაგან/დამოკიდებულებისაგან/ თვალსაზრისისაგან (მაგ., განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები, სხვადასხვა მოდალობის გამომხატველი ზმნები);
  • განმარტავს, სად იწყება და სად მთავრდება ამბის განვითარების საფეხურები და რა მარკერები გამოიყენება ამისათვის (მაგ., მაშინ, როდესაც, დიდი ხნის წინათ; ჯერ, შემდეგ, ბოლოს...);
  • ახასიათებს ტექსტს ან მის მონაკვეთს მეტყველების პროცესში მონაწილე პირების რაოდენობის მიხედვით (მონოლოგი, დიალოგი, პოლილოგი);
  • აღნიშნავს, რომელი პირია (I თუ III) ტექსტში ავტორი;
  • ამოიცნობს აუცილებლობის, რჩევის, აკრძალვის გამომხატველ ენობრივ კონსტრუქციებს;
  • ამოიცნობს მოქმედებათა ინტენსივობის (სიხშირის) გამომხატველ ენობრივ საშუალებებს (მაგ., ზმნიზედა, ზმნის კილო, მყარ შესიტყვება);
  • ამოიცნობს ემოციების (მაგ., მწუხარების, შვების, უკმაყოფილების, კმაყოფილების, ხალისი და სხვათა) გამომხატველ ენობრივ საშუალებებს;
  • ამოიცნობს მიმართულების, გეზის, ადგილმდებარეობის, დისტანციის, პოზიციის გამომხატველ ენობრივ კონსტრუქციებს, ფორმულებს, სიტყვებს;
  • ამოიცნობს შედარების (მსგავსების, განსხვავების, თანფარდობის, აღმატებულების და სხვა) გამომხატველ ენობრივ საშულებებს;
  • ამოიცნობს თანადროულობისა და თანამიმდევრობის (მაგ., წინსწრება, მერმინდელობა) გამომხატველ ენობრივ კონსტრუქციებს;
  • ამოიცნობს ნება-სურვილის, რჩევა-დარიგების (აკრძალვა, აუცილებლობა, ნების დართვა, რჩევის მიცემა) გამომხატველ ენობრივ კონსტრუქციებს;
  • ამოიცნობს ლოგიკური კავშირების (მიზეზ, შედეგ, მიზან, ოპოზიცია) გამომხატველ მარტივ ენობრივ სტრუქტურებს;
  • ამოიცნობს აზრობრივი გადაბმის ენობრივ საშუალებებს (მაგ., ანაფორულ ნაცვალსახელებს, ზმნიზედებს, არტიკლებს, სიტყვის ლექსიკურ და სემანტიკურ განმეორებებს, სინონიმურ და ანტონიმურ ჩანაცვლებებს, ზმნა-შემასმენლის დრო-კილოთა ფორმებს და სხვა).

რესურსები