უცხ.ს.IV.7.

მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს ადაპტირებული ნოველა, მოთხრობა (ან ნაწყვეტი მოთხრობიდან).

ინდიკატორები

  • სათაურს გააზრებულად აკავშირებს ტექსტთან;
  • ამოიცნობს მთხრობელს, პერსონაჟებს;
  • ამოიცნობს მოვლენათა თანამიმდევრობას;
  • ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, სად, რატომ, რა მიზნით და სხვა);
  • ამოიცნობს პერსონაჟთა ქცევის მოტივს და აფასებს მათ საქციელს;
  • ამოიცნობს პერსონაჟებს შორის არსებულ ურთიერთობებს;
  • ახასიათებს პერსონაჟებს ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით;
  • ნაწარმოებში გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (დასაწყისი, ამბის მსვლელობა, დასასრული).

რესურსები