უცხ.ს.IV.3.

მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს რადიოგადაცემები (საინფორმაციო გადაცემა, რეპორტაჟი ტურისტული მოგზაურობის შესახებ, ინტერვიუ და სხვა) ნაცნობ თემატიკაზე.

ინდიკატორები

  • ამოიცნობს გადაცემის რუბრიკას (მაგ., ახალი ამბები უცხოეთიდან, სპორტის/კულტურის სიახლეები, პრესის მიმოხილვა, რეპორტაჟი და სხვა);
  • ამოიცნობს ძირითად თემას/საკითხებს;
  • ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, როდის, სად, როგორი, რამდენი და სხვა);
  • მიჯნავს ინტერვიუერისა და რესპონდენტის დამოკიდებულებებს, შეფასებებს ერთმანეთისაგან;
  • განასხვავებს ფაქტებს დამოკიდებულებისაგან, შეფასებისაგან;
  • აკავშირებს კონკრეტულ დეტალებს ძირითად ინფორმაციასთან;
  • გამოაქვს კონკრეტული დასკვნები.

რესურსები