უცხ.ს.IV.24.

მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., ზეიმის მოწყობა, შეხვედრები იმავე ქალაქში/რეგიონში მოღვაწე უცხოურენოვანებთან, მუზეუმის კატალოგის უცხოენოვანი ვერსიის შექმნა სკოლის ვებ-გვერდზე განსათავსებლად და სხვა)

ინდიკატორები

  • მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორცილების კრიტერიუმებს;
  • გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს, შემდეგ გუნდები ერთმანეთს უზიარებენ შედგენილ გეგმას, ადარებენ, აუმჯობესებენ;
  • მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
  • ახდენს ცოდნისა და უნარების მობილიზებას, განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების გადასაჭრელად;
  • გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
  • გუნდის წევრებთან ერთად მოიძიებს, შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას;
  • შეარჩევს პროექტის წარდგენის ფორმას;
  • განახორციელებს პროექტს;
  • გადის რეპეტიციას, გუნდის წევრებთან ერთად აკეთებს პრეზენტაციის სიმულაციას სხვა გუნდის წინაშე, კომენტარების, შენიშვნების გათვალისწინებით, აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები;
  • გუნდის წევრებთან ერთად შეიმუშავებს პროექტის საბოლოო ვერსიას და წარადგენს მას აუდიტორიის წინაშე.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები