უცხ.ს.IV.19.

მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.

ინდიკატორები

  • ინტერაქციის წარმართვისას სათანადოდ შეარჩევს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებსა და ფორმულებს, კლიშეებს;
  • ინტერაქციისას სათანადოდ იყენებს ფამილარულ და თავაზიან ფორმულებს;
  • იყენებს სასაუბრო თემის შესაბამის ნასწავლ ლექსიკას;
  • იყენებს ხშირად გამოყენებულ მარტივი სტრუქტურის მქონე ქვეწყობილ წინადადებებს;
  • იყენებს ნება-სურვილის, რჩევა-დარიგების გამომხატველ ენობრივ კონსტრუქციებს, ფორმულებს;
  • იცავს სინტაქსურ მიმართებებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებში;
  • ამბების გადმოცემისას მართებულად იყენებს ზმნის ნასწავლ ფორმებს წარსული, ახლანდელი და მომავალი დროის გამოსახატად;
  • იყენებს ემოციების, დამოკიდებულების, შთაბეჭდილების გამომხატველ ხშირად ხმარებულ ენობრივ საშუალებებს (მაგ., ლექსიკურ ერთეულებ, მყარ შესიტყვებებ, კლიშეებ, ენობრივ კონსტრუქციებ);
  • იყენებს მარტივ სტრუქტურებს მოქმედებათა თანადროულობისა და თანამიმდევრულობის (წინმსწრები/მერმინდელი მოქმედებები) გამოსახატად;
  • პიროვნების, საგნის, მოვლენის დახასიათებისას ირჩევს შესაფერის ენობრივ საშუალებებს (განსაზღვრებებ, შედარებებ, მიმღეობებ);
  • გრძნობებისა და ემოციების გადმოცემისას იყენებს კონკრეტული მოდალობისათვის დამახასიათებელ ინტონაციას;
  • იყენებს მარტივ ენობრივ სტრუქტურებს ლოგიკური კავშირების გამოსახატად.

რესურსები