უცხ.ს.IV.16.

მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.

ინდიკატორები

  • წინასწარი მომზადების გარეშე ახერხებს ინფორმაციის გაცვლას მისთვის კარგად ნაცნობ თემატიკაზე;
  • ამა თუ იმ საკამათო საკითხთან დაკავშირებით მომზადების გარეშე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას, პოზიციას და განმარტავს მას (რა მოსწონს/არ მოსწონს, რატომ);
  • აკეთებს კონკრეტულ არჩევანს და განმარტავს მას (მაგ., რომელი ტელეგადაცემა ურჩევნია და რატომ; რომელ ქვეყანაში უნდა მოგზაურობა და რატომ და სხვა);
  • ახერხებს თანამოსაუბრეთა რეპლიკებზე რეაგირებას - აზუსტებს ინფორმაციას, აკეთებს კომენტარს;
  • გამოხატავს საკუთარ ემოციებს, განწყობილებას;
  • ახერხებს მოვლენების, ფაქტების, ქცევების საკუთარი პოზიციიდან შეფასებას;
  • იღებს/იძლევა ინტერვიუს ნაცნობ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით.

რესურსები