უცხ.ს.IV.14.

მოსწავლეს შეუძლია წერისას ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ფლობს და ცდილობს გამოიყენოს საბაზისო ენობრივი უნარ-ჩვევები.

ინდიკატორები

  • იყენებს ნება-სურვილის, რჩევა-დარიგების გამომხატველ ენობრივ კონსტრუქციებს, ფორმულებს;
  • თავისუფლად იყენებს ზმნის ფორმებს ახლანდელი, მომავალი, წარსული დროის გამოსახატად;
  • იყენებს მარტივ ენობრივ სტრუქტურებს ლოგიკური კავშირების (მიზეზ, შედეგ, მიზან, ოპოზიცია, პირობითობა) გამოსახატად;
  • საკომუნიკაციო სიტუაციის/მიზნის შესაბამისად იყენებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებს, კლიშეებს, ფორმულებს;
  • იყენებს ემოციების, დამოკიდებულების, შთაბეჭდილების გამომხატველ ხშირად ხმარებულ ენობრივ საშუალებებს (ლექსიკურ ერთეულებ, მყარ შესიტყვებებ, კლიშეებ, ენობრივ კონსტრუქციებ);
  • იყენებს მარტივ სტრუქტურებს მოქმედებათა თანადროულობისა და თანამიმდევრულობის (წინარე/მერმინდელი მოქმედებების) გამოსახატად;
  • პიროვნების, საგნის, მოვლენის დახასიათებისას ირჩევს შესაფერის ენობრივ საშუალებებს (მაგ., განსაზღვრებებ, შედარებებ);
  • ტექსტის შედგენისას იცავს აზრობრივი გადაბმის მარტივ ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს, სათანადო კონტექსტში სწორად ჩაანაცვლებს სახელებს ნაცვალსახელებითა და მარტივი ზმნიზედებით;
  • აღწერა-დახასიათებისას იყენებს სხვადასხვა ტიპის შედარებას;
  • იცავს პუნქტუაციისა (რთულ წინადადებაში, დიალოგის გადმოცემისას) და მართლწერის ნორმებს.

რესურსები