უცხ.ს.IV.12.

მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების წერა, სადაც დეტალურად აღწერს საკუთარ გამოცდილებას (მაგ., პირადი წერილი, დღიური).

ინდიკატორები

ა) წერს წერილს უცხოელ თანატოლს (ხელნაწერ ან ელექტრონულ ვერსიას).

  • იცავს კორესპონდენციის ფორმალურ მხარეს (მიმართვისა და გამომშვიდობების ფორმულებს, ხელმოწერა, მისამართ, თარიღ);
  • წარადგენს საკუთარ თავს, ოჯახს;
  • მიუთითებს საკუთარი რეგიონის/ქალაქის/სოფლის ადგილმდებარეობას;
  • აღწერს, რითი არის დაკავებული, როგორ ატარებს თავისუფალ დროს;
  • ახასიათებს თავის მეგობრებს;
  • დეტალურად აღწერს თავისი კუთხის საინტერესო ზნე-ჩვეულებებს (მაგ., დღესასწაული, როდის და სად აღნიშნავენ, როგორ წარიმართა, თვითონ რას აკეთებდა, როგორია მისი შთაბეჭდილებები);
  • ადრესატს უსვამს კითხვებს მისთვის საინტერესო საკითხებზე პასუხის მისაღებად;
  • ეპატიჟება და უხსნის, ჩამოსვლის შემთხვევაში რას გააკეთებენ, როგორ გაატარებენ დროს;
  • თანამიმდევრულად, მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.

ბ) წერს პირად წერილებს ახლობელს (ხელნაწერ ან ელექტრონულ ვერსიას).

  • იცავს კორესპონდენციის ფორმალურ მხარეს (მიმართვისა და გამომშვიდობების ფორმულებს, ხელმოწერას, მისამართს, თარიღს);
  • მოიკითხავს ადრესატს;
  • ატყობინებს თავის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ახალ ამბებს;
  • აღწერს კონკრეტულ ამბებს (მაგ., როგორ შეხვდა დიდი ხნის უნახავი ამხანაგი, სად, რა ვითარებაში, როგორ წარიმართა შეხვედრა, რით დასრულდა);
  • აღწერს საკუთარ დამოკიდებულებას, განწყობილებას, რეაქციებს კონკრეტულ სიტუაციასთან, მოვლენასთან მიმართებაში;
  • ითხოვს/იძლევა რჩევას, დახმარებას;
  • თანამიმდევრულად, მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.

გ) წერს დღიურს.

  • იხსენებს და გადმოსცემს კონკრეტულ ამბავს, ისტორიას;
  • დეტალურად აღწერს სიტუაციას;
  • აღწერს საკუთარ ემოციურ რეაქციებს, განწყობილებას;
  • საკუთარი პოზიციიდან აფასებს ფაქტებს, ქცევებს, მოვლენებს;
  • ათარიღებს ჩანაწერებს.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები