უცხ.ს.IV.11.

მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას საკითხავი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და კითხვის უნარის გასაუმჯობესებლად.

ინდიკატორები

  • იყენებს გაცნობითი კითხვის ხერხებს: აკვირდება ტექსტის აგებულებას, სათაურს, აბზაცებს, ილუსტრაციებს, წარწერებს, გამოყოფილ სიტყვებს და სხვა; არ ჩერდება უცნობ სიტყვებზე;
  • იყენებს შესწავლითი კითხვის ხერხებს: პირველი წაკითხვისას მთლიანად ეცნობა ტექსტს; სირთულეების დასაძლევად გადაიკითხავს გაუგებარ, რთულ ან მნიშვნელოვან ნაწილებს; კონტექსტის, გამოცდილების ან ლექსიკონის დახმარებით აზუსტებს უცხო სიტყვების მნიშვნელობას;
  • იყენებს ძიებითი კითხვის ხერხებს: კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით სწრაფად გადაიკითხავს ტექსტს, ეძებს საყრდენებს: საკვანძო სიტყვებს, აბზაცების პირველ წინადადებებს, რუბრიკებს, განმარტებებს, სქემებს, ტაბულას და სხვა;
  • დამოუკიდებლად ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობი ელემენტების დახმარებით (მაგ., ილუსტრაციები, ნაცნობი ფუძე, კონტექსტი, მშობლიურ ენაში დამკვიდრებული უცხოური სიტყვები და სხვა);
  • სხვადასხვა ელემენტების მოშველიებით (მაგ., სათაური, აბზაცების დასაწყისი, საკვანძო სიტყვები, ერთ-ერთი აბზაცი, გამოყოფილი სიტყვები) გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
  • აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა მოსასმენი ამოცანის გადაჭრა;
  • ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო ეფექტური;
  • იხსენებს, სხვა საგნებში რა ტიპის სტრატეგია გამოუყენებია სხვადასხვა ტიპის ტექსტის კითხვისას, ადარებს ძველ და ახალ გამოცდილებას, გამოაქვს დასკვნები;
  • მსჯელობს, რომელ სასწავლო თუ ცხოვრებისეულ სიტუაციაში შეიძლება გამოადგეს გამოყენებული/განხილული სტრატეგიები;
  • საკითხავი ამოცანების გადასაჭრელად იყენებს როგორც მშობლიურ, ისე სხვა ენაზე მიღებულ გამოცდილებას.

რესურსები