უცხ.ს.IV.1.

მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს უცხოენოვან თანამოსაუბრეთა შორის მიმდინარე ინტერაქცია (დიალოგი, ინტერვიუ) ყოველდღიურ თემებზე.

ინდიკატორები

  • ამოიცნობს, სად მიმდინარეობს საუბარი;
  • ამოიცნობს თანამოსაუბრეებს;
  • ამოიცნობს საუბრის ძირითად თემას/საკითხებს;
  • ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას (ვინ, რა, სად, როდის, რომელი, როგორი, რამდენი, რატომ და სხვა);
  • ამოიცნობს თანამოსაუბრეთა დამოკიდებულებას, შეფასებას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით;
  • საუბრის შინაარსიდან გამომდინარე გამოაქვს დასკვნა თანამოსაუბრეთა ხასიათის, საქმიანობის, ინტერესების, სოციალური მდგომარეობისა და მათ შორის არსებული (მაგ., მეგობრული, კონფლიქტური, საქმიანი, დიდი ხნის ნაცნობები, ახლადგაცნობილები და სხვა) ურთიერთობის შესახებ;
  • ინტონაციით განასხვავებს სათქმელის მოდალობას (მაგ., შეკითხვა, თხოვნა, მოთხოვნა, საყვედური, სინანული, გაპროტესტება);
  • განასხვავებს მიმართვის ფამილარულ და თავაზიან ფორმებს.

რესურსები