უცხ.ს.III.8.

მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს ტექსტის სტრუქტურული მახასიათებლები, ნასწავლი ენობრივი ფორმები და მათი ფუნქცია შინაარსიან კონტექსტში.

ინდიკატორები

  • სტრუქტურული ორგანიზების მიხედვით ადარებს ერთმანეთს ერთი და იმავე სახის ტექსტებს (მაგ., შემეცნებითი ხასიათის ორ ტექსტ) და მშობლიურ ენაზე მსჯელობს, რომლის სტრუქტურა უფრო მეტად უწყობს ხელს ტექსტის აღქმას და რატომ;
  •  ამოიცნობს მოქმედებათა სიხშირისა და ხანგრძლივობის გამომხატველ ენობრივ საშუალებებს (ზმნიზედას, ზმნის სათანადო ფორმა);
  •  ამოიცნობს ადგილმდებარეობის, მიმართულების, მანძილის გამომხატველ ენობრივ საშუალებებს;
  • ამოიცნობს მოქმედებათა თანამიმდევრულობის (წინმსწრები და მერმინდელი მოქმედების) გამომხატველ მარტივ ენობრივ კონსტრუქციებს;
  •  ამოიცნობს ლოგიკური კავშირების (მაგ., მიზეზი, შედეგი, ოპოზიციის) გამომხატველ მარტივ ენობრივ სტრუქტურებს. 

რესურსები