უცხ.ს.III.5.

მოსწავლეს შეუძლია კორესპონდენციის (ოფიციალური ხასიათის ღია ბარათი, პირადი წერილის, ან მისი ელექტრონული ვერსიის) გაგება.

ინდიკატორები

  • ასახელებს ავტორს, ადრესატს, მათ მისამართებს, გაგზავნის თარიღს;
  • ასახელებს კორესპონდენციის მიზანს (მაგ., მილოცვა, მოწვევა, მადლობის გადახდა, შეთავაზება, შთაბეჭდილებების გაზიარება, ახსნა-განმარტება და სხვა);
  • ამოიცნობს სიტუაციას/კონტექსტს, რომელშიც დაიწერა წერილი; ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას (სად, რა, როდის, რამდენი, როგორი, რატომ, ვისთვის და სხვა);
  • ამოიცნობს რესპონდენტის დამოკიდებულებას, განწყობილებას;
  • ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოაქვს კონკრეტული დასკვნები ავტორისა თუ ადრესატის შესახებ.

რესურსები