უცხ.ს.III.4.

მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად.

ინდიკატორები

  • ცოცხალი მეტყველების/ჩანაწერის გასაგებად იშველიებს არავერბალურ ელემენტებს (ხმის ტემბრ, ინტონაცია, მიმიკა, ჟესტიკულაცია, სხვადასხვა ტიპის ხმაურ, ლოგიკურ მახვილებ, ილუსტრაცია, სქემას და სხვა);
  • ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობ ელემენტებზე (საკომუნიკაციო სიტუაციაზე, კონტექსტზე, ნაცნობ ენობრივ კონსტრუქციებზე) დაყრდნობით;
  • ინიშნავს უცნობ სიტყვებს მათი მნიშვნელობის გასარკვევად;
  • აღწერს, რა ხერხით/გზით მოახერხა მოსასმენი ამოცანის გადაჭრა;
  • ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო ეფექტური;
  • მიზნის შესაბამისად ცვლის მოსმენის სტრატეგიას: ზოგადი შინაარსის გასაგებად ეყრდნობა ნაცნობ სიტყვებს, არავერბალურ ელემენტებს და ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას, კონტექსტს, სასაუბრო თემას; კონკრეტული ინფორმაციის ამოსაცნობად შეარჩევს კონკრეტულ საყრდენებს, მათზე ამახვილებს ყურადღებას საჭირო ინფორმაციის ამოსაკრებად;
  • უყურებს და უსმენს მისთვის საინტერესო ტელე/რადიო გადაცემებს, ფილმებს უცხოურ ენაზე.

რესურსები