უცხ.ს.III.29.

მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებლებთან, მეწყვილესთან თანამშრომლობა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.

ინდიკატორები

  • ამხნევებს მეწყვილეს, თანაგუნდელებს;
  •  ითხოვს/სთავაზობს დახმარებას;
  •  მოქმედებს გუნდის წვრებთან შეთანხმებულად;
  •  მსჯელობს თანაგუნდელებთან (პრობლემის გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად);
  •  ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს;
  •  უთანხმოებისას ცდილობს შეთანხმების მიღწევას;
  •  ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში;
  •  საჭიროებისამებრ მონაწილეობს მეწყვილის/გუნდის წევრების თანაშეფასებაში;
  •  აკრიტიკებს იდეებს და არა იდეების ავტორებს, შეფასებისას იჩენს კორექტულობას;
  •  კორექტულად მიუთითებს სხვების მიერ დაშვებულ შეცდომებზე;
  • მონაწილეობს თანაშეფასებაში შედეგების გაუმჯობესების ხელშესაწყობად.

რესურსები