უცხ.ს.III.23.

მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., გამოფენა; სადღესასწაულო სუფრა; ტურისტული ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის, ან სასკოლო ვებგვერდზე განთავსება; დამეგობრება მსოფლიოს რომელიმე კუთხის ისეთ კლასთან, რომელიც იმავე ენას სწავლობს და სხვა)

ინდიკატორები

  • მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორცილების კრიტერიუმებს;
  • გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს;
  • მასწავლებელთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
  • ახდენს ცოდნისა და უნარების მობილიზებას, განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების გადასაჭრელად;
  • გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
  • გუნდის წევრებთან ერთად მოიძიებს, შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას;
  • შეარჩევს პროექტის წარდგენის ფორმას;
  • განახორციელებს პროექტს;
  • გადის რეპეტიციას, გუნდის წევრებთან ერთად აკეთებს პრეზენტაციის სიმულირებას სხვა გუნდის წინაშე, კომენტარების, შენიშვნების გათვალისწინებით, აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები;
  • გუნდის წევრებთან ერთად შეიმუშავებს პროექტის საბოლოო ვერსიას და წარადგენს მას აუდიტორიის წინაშე.

რესურსები