უცხ.ს.III.21.

მოსწავლე იცნობს სამიზნე ქვეყნის/ქვეყნების კულტურულ რეალიებს.

ინდიკატორები

  • ამოიცნობს სახელმწიფო სიმბოლოებს (დროშა, გერბი, ჰიმნი და სხვა);
  • ასახელებს სამიზნე ქვეყანასთან/ქვეყნებთან დაკავშირებულ გეოგრაფიულ, დემოგრაფიულ მონაცემებს, მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს (მაგ. სამიზნე ქვეყნების დედაქალაქები, გერმანიის გაერთიანების დღე, ბასტილიის აღების დღე და სხვა);
  • ამოიცნობს ხელოვნებისა და არქიტექტურის ნიმუშებს (მაგ., ბრანდენბურგის კარიბჭე, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ბიგ ბენი, ოსტანკინოს ანძა და სხვა);
  • ამოიცნობს ისტორიულ პირებსა და გამოჩენილ ადამიანებს (მაგ. ვოლფგანგ გოეთე, შარლ დე გოლი, დედოფალი ელისაბედ მეორე, ალექსანდრე პუშკინი), ასახელებს მათი მოღვაწეობის სფეროებს, ეპოქას, დამსახურებას;
  • ასახელებს დღესასწაულებსა და ზეიმებს.

რესურსები