უცხ.ს.III.19.

მოსწავლე ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.

ინდიკატორები

  • ინტერაქციის წარმართვისას სათანადოდ შეარჩევს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებსა და ფორმულებს, კლიშეებს;
  • ინტერაქციისას სათანადოდ იყენებს ფამილარულ და თავაზიან ფორმებს;
  • იყენებს სასაუბრო თემის შესაბამის ნასწავლ ლექსიკას;
  • თავისუფლად იყენებს მარტივი და თანწყობილი წინადადებების სტრუქტურებს;
  • იყენებს ხშირად ხმარებულ მარტივი სტრუქტურის მქონე ქვეწყობილ წინადადებებს;
  • იცავს სინტაქსურ მიმართებებს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებში;
  • ამბების გადმოცემისას ცდილობს მართებულად გამოიყენოს ზმნის ნასწავლი ფორმები წარსული, ახლანდელი და მომავალი დროის გამოსახატად;
  • იყენებს სუბიექტური დამოკიდებულების გამომხატველ ზმნებს, სიტყვათშეხამებებს (მომწონს, არ მომწონს, მირჩევნია, ჩემი აზრით);
  • იყენებს ემოციების (სიხარულის, გაკვირვების, სინანულის და სხვა) გამომხატველ ლექსიკურ ერთეულებს, ხშირად ხმარებულ ენობრივ ფორმულებს;
  • გრძნობებისა და ემოციების გადმოცემისას იყენებს კონკრეტული მოდალობისათვის დამახასიათებელ ინტონაციას.

რესურსები