უცხ.ს.III.14.

წერისას მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის დაცვა, ფლობს და ცდილობს გამოიყენოს საბაზისო ენობრივი უნარ-ჩვევები. 

ინდიკატორები

  • ტექსტის შედგენისას იყენებს აზრობრივი გადაბმის მარტივ ენობრივ-გრამატიკულ საშუალებებს (მაგ., სწორად ჩაანაცვლებს სახელებს ნაცალსახელებით და მარტივი ზმნიზედებით);
  • სათანადოდ იყენებს ახლად შესწავლილ სიტყვებსა და გამოთქმებს;
  • ამბების/ფაქტების გადმოცემისას იყენებს შესაბამისი ზმნის ფორმებს აწმყო, წარსული და მომავალი დროის გამოსახატად;
  • იყენებს ზმნიზედებს, წინდებულებს, მყარ შესიტყვებებს მოქმედებათა, მოვლენათა დროის დასაზუსტებლად (მაგ., საღამოს, ხვალ, გუშინ, რამდენიმე საათში და სხვა);
  • იყენებს მარტივ ენობრივ სტრუქტურებს მოქმედებათა შორის ლოგიკური კავშირების (მაგ., მიზეზშედეგობრივი, ოპოზიციური) გამოსახატად (მაგ., თანწყობილი წინადადება, მარტივი დაქვემდებარება);
  • საკომუნიკაციო სიტუაციის/მიზნის შესაბამისად შეარჩევს ნასწავლ ენობრივ კონსტრუქციებს, კლიშეებს, ფორმულებს, თავაზიან და ფამილარულ ფორმებს;
  • სწორად იყენებს ნასწავლ სინტაქსურ მიმართებებს სიტყვებს შორის;
  • აღწერისას აზუსტებს ადგილმდებარეობას ზმნიზედების, მარტივი ენობრივი ფორმულების გამოყენებით;
  •  იცავს პუნქტუაციისა და მართლწერის ნორმებს.

რესურსები