უცხ.ს.II.6.

მოსწავლეს შეუძლია სათანადო სტრატეგიების გამოყენება შინაარსის გაგების გაადვილების მიზნით.

ინდიკატორები

  • სათაურის, ილუსტრაციების საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
  • ცოცხალი მეტყველების/ჩანაწერის მოსმენისას იშველიებს არავერბალურ ელემენტებს (მაგ., ხმის ტემბრ, ინტონაცია, მიმიკა, ჟესტიკულაცია, სხვადასხვა ტიპის ხმაურ, ლოგიკური მახვილ და სხვა);
  • ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების, წინადადებების მნიშვნელობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (მაგ., კონტექსტი, ინტონაცია, სიტყვის ფუძე და სხვა);
  • მიზნის შესაბამისად ცვლის მოსმენის სტრატეგიას: ზოგადი შინაარსის გასაგებად ეყრდნობა ნაცნობ სიტყვებს, არავერბალურ ელემენტებს და ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას, კონტექსტს, სასაუბრო თემას; კონკრეტული ინფორმაციის ამოსაცნობად შეარჩევს კონკრეტულ საყრდენებს, მათზე ყურადღების გამახვილებით ამოკრებს საჭირო ინფორმაციას.

რესურსები