უცხ.ს.II.36.

მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან თანამშრომლობა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.

ინდიკატორები

  • ამხნევებს მეწყვილეს, თანაგუნდელებს;
  •  ითხოვს/სთავაზობს დახმარებას;
  •  მოქმედებს გუნდის წევრებთან შეთანხმებულად; მსჯელობს თანაგუნდელებთან პრობლემის გადასაჭრელად, ფუნქციების გასანაწილებლად;
  •  ისმენს სხვების მოსაზრებებს, გამოთქვამს საკუთარს;
  • უთანხმოებისას ცდილობს შეთანხმების მიღწევას;
  •  ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს საერთო საქმეში;
  •  საჭიროებისამებრ მონაწილეობს მეწყვილეს/გუნდის წევრების თანაშეფასებაში;
  •  აკრიტიკებს იდეებს და არა იდეების ავტორებს, შეფასებისას იჩენს კორექტულობას;
  •  კორექტულად მიუთითებს სხვების მიერ დაშვებულ შეცდომებზე;
  • მონაწილეობს თანაშეფასებაში შედეგების გაუმჯობესების ხელშესაწყობად.

რესურსები