უცხ.ს.II.32.

მოსწავლე ფლობს სტრატეგიულ უნარებს წარმატებული სწავლის უზრუნველსაყოფად. 

ინდიკატორები

  • სამუშაოს დაწყებამდე ახდენს ცოდნის მობილიზებას;
  • მონაწილეობს აზრთა გაცვლაში იმის შესახებ, თუ როგორ მიდგომებს გამოიყენებს ამა თუ იმ ეტაპზე კონკრეტული ამოცანის გადასაჭრელად;
  • საჭიროების შემთხვევაში ითხოვს დახმარებას, კონსულტაციას;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ წარმოადგენს გამოყენებულ სტრატეგიებს, ადარებს სხვების მიერ გამოყენებულ სტრატეგიებს;
  • მონაწილეობს გამოყენებული სტრატეგიების ეფექტურობის შეფასებაში;
  • თანხმდება განსხვავებული სტრატეგიების მოსინჯვა-გამოყენებაზე;
  • ადარებს სხვადასხვა ენის, მათ შორის მშობლიურის შესწავლისას მიღებულ გამოცდილებას ერთმანეთთან, განსაზღვრავს თუ რამდენად გამოადგება ესა თუ ის სტრატეგია სხვა ენის ან სხვა საგნის სწავლების პროცესში;
  • აანალიზებს შეცდომების, ხარვეზების მიზეზებს;
  • მონაწილეობს თვითშეფასებასა და თანაშეფასებაში (მოსწავლე-მასწავლებელი, ან მოსწავლე-მოსწავლე ერთსა და იმავე ნაშრომს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ასწორებენ);
  • შედეგებზე დაკვირვებით აღნიშნავს, სად აქვს წინსვლა;
  • აანალიზებს წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზებს მათი შემდგომში გათვალისიწინების მიზნით;
  • ასახელებს წარუმატებლობის ფაქტორებს, მიზეზებს (მაგ. სათანადოდ არ გამოიყენა რესურსი, ვერ გამოკვეთა აქტივობის მთავარი ამოცანა, გამოტოვა ერთი ეტაპი, ამოცანა დაუძლეველი მოეჩვენა, იყო უგუნებოდ და სხვა);
  • ამჩნევს და ასახელებს საკუთარ ხარვეზებს;
  • ადგენს, თუ რა ზომებს უნდა მიმართოს ხარვეზების აღმოსაფხვრელად;
  • საკუთარი ინიციატივით მიმართავს გამოსასწორებელ ზომებს. 

რესურსები