უცხ.ს.II.30.

მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., გამოფენა; სადღესასწაულო სუფრა; ტურისტული ბროშურის შექმნა უცხოელებისთვის და სკოლის ვებ-გვერდზე განთავსება; დამეგობრება მსოფლიოს რომელიმე ქვეყნის თანატოლთან, რომელიც იმავე ენას სწავლობს და სხვა). 

ინდიკატორები

  • მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორცილების კრიტერიუმებს;
  • გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს, შემდეგ გუნდები ერთმანეთს უზიარებენ შედგენილ გეგმას, ადარებენ, აუმჯობესებენ;
  • მასწავლებელთან და გუნდის წევრებთნ ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
  • გუნდის წევრებთან ერთად ახდენს ცოდნისა და უნარების მობილიზებას, განსაზღვრავს თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების გადასაჭრელად;
  • გუნდის წევრებთან შეთანხმებით განსაზღვრავს საკუთარ ფუნქციებს;
  • გუნდის წევრებთან ერთად მოიძიებს, შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას;
  • გუნდის წევრებთან ერთად შეარჩევს პროექტის წარდგენის ფორმას;
  • გუნდის წევრებთნ ერთად განახორციელებს პროექტს;
  • გუნდის წევრებთან ერთად გადის რეპეტიციას, აკეთებს პრეზენტაციის სიმულირებას სხვა გუნდის წინაშე, კომენტარების, შენიშვნების გათვალისწინებით აუმჯობესებს პროექტს, შეაქვს შესწორებები;
  • გუნდის წევრებთან ერთად შეიმუშავებს პროექტის საბოლოო ვერსიას და წარადგენენ მას აუდიტორიის წინაშე.

რესურსები