უცხ.ს.II.26.

მოსწავლეს შეუძლია მეტყველებისას გამოიყენოს ნასწავლი ენობრივ-გრამატიკული ფორმები.

ინდიკატორები

  • ინტერაქციისას შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის/მიზნის შესატყვის მიმართვის ფორმებს, გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს;
  • მართებულად იყენებს მეტყველების თავაზიან და ფამილარულ ფორმებს;
  • სათანადოდ იყენებს ზმნიზედებსა და ზმნის ნასწავლ ფორმებს აწმყო, წარსული და მომავალი დროის გამოსახატად;
  • იყენებს ადგილმდებარეობის გამომხატველ ენობრივ საშუალებებს;
  • იცავს სინტაქსურ მიმართებებს მარტივ ენობრივ სტრუქტურებში;
  • იცავს შესაბამის ინტონაციას სხვადასხვა მოდალობის წინადადებების წარმოთქმის დროს;
  • სათანადოდ იყენებს ნასწავლ ლექსიკას.

რესურსები