უცხ.ს.II.20.

მოსწავლე იცავს წერილობითი ტექსტის სტრუქტურას, ფლობს და იყენებს ელემენტარულ ენობრივ ფორმებს.

ინდიკატორები

  • იცავს ტექსტის ამა თუ იმ სახეობის სტრუქტურულ მახასიათებლებს;
  • იცავს სინტაქსურ მიმართებებს მარტივ ენობრივ კონსტრუქციებში;
  • იყენებს ზმნიზედებსა და ზმნის სათანადო ფორმებს აწმყო, წარსული და მომავალი დროის გამოსახატად;
  • ამბების გადმოცემისას იყენებს ადგილმდებარეობის გამომხატველ ენობრივ საშუალებებს (მაგ., ზმნიზედები, წინდებულები);
  • სათანადოდ იყენებს ნასწავლ ლექსიკურ ერთეულებს;
  • აღწერის დროს შედარებისას იყენებს მსგავსების გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს;
  • იცავს სიტყვათა რიგს მტკიცების, უარყოფის და კითხვის შინაარსის შემცველ მარტივ და თანწყობილ წინადადებებში;
  • შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის/მიზნის შესატყვის გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს;
  • ემოციისა და დამოკიდებულების (მაგ., სიხარული, აღფრთოვანება, მოწონება, მადლიერება) გამოსახატად იყენებს სათანადო ლექსიკურ ერთეულებს, ენობრივ ფორმულებს;
  • მართებულად იყენებს თავაზიან და ფამილარულ ფორმულებს;
  • იცავს ორთოგრაფიის წესებს, სწორად იყენებს სასვენ ნიშნებს.

რესურსები