უცხ.ს.II.15.

მოსწავლეს შეუძლიაგანსაზღვროს კითხვის მიზანი და შესაბამისად გამოიყენოს კითხვის სხვადასხვა ტექნიკა (გაცნობითი, შესწავლითი, ძიებითი).

ინდიკატორები

) მიმართავს გაცნობითი კითხვის ტექნიკას ზოგადი შინაარსის გასაგებად.

  • მთლიანობაში აკვირდება ტექსტს, მის სტრუქტურას, მაორგანიზებელ ელემენტებს; განსაზღვრავს, ტექსტის ესა თუ ის ნაწილი რა შინაარსის ინფორმაციას შეიცავს; გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ სხვადასხვა ელემენტზე (მაგ., სათაურზე, ქვესათაურზე, ილუსტრაციზე, საკვანძო სიტყვზე, აბზაცების დასაწყისზე, ერთ-ერთი აბზაცზე, გამოყოფილ სიტყვებზე და სხვ) დაყრდნობით;
  • გადაიკითხავს ტექსტს, ყურადღებას არ ამახვილებს უცხო სიტყვებზე; ეყრდნობა ნაცნობ სიტყვებს ზოგადი შინაარსის ამოსაცნობად.

) მიმართავს შესწავლითი კითხვის ტექნიკას ტექსტის დამუშავების მიზნით.

  • ჯერ ზოგადად ეცნობა ტექსტს (იხ. გაცნობითი კითხვა);
  • შემდეგ გამოწვლილვით კითხულობს ტექსტს, ცდილობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობის ამოცნობას ნაცნობ ელემენტებზე (მაგ., კონტექსტზე, ქართულში დამკვიდრებულ უცხოურ სიტყვებზე, სიტყვის ნაცნობ ფუძეზე, აფიქსებზე და სხვა) დაყრდნობით;
  • უცნობ სიტყვებს, გამოთქმებს ეძებს მისთვის ხელმისაწვდომ რესურსებში (სახელმძღვანელო, ლექსიკონი, კომპეტენტური პირი);
  • საჭიროების შემთხვევაში ხელმეორედ კითხულობს ტექსტს ან მის ცალკეულ ნაწილებს.

) მიმართავს ძიებითი კითხვის ტექნიკას ტექსტში კონკრეტული ინფორმაციის მოსაძიებლად:

  • თვალს გადაავლებს ტექსტის სტრუქტურას, სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს და მათზე დაყრდნობით პოულობს და ამოკრებს მისთვის საჭირო ინფორმაციას.

რესურსები