უცხ.ს.II.14.

მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურული მახასიათებლებისა და ნასწავლი ენობრივი ფორმების ამოცნობა. 

ინდიკატორები

  • ამოიცნობს ტექსტის სტრუქტურული ორგანიზების თავისებურებებს (მაგ., აქვს თუ არა სათაური/ქვესათაური, რუბრიკები, მითითებულია თუ არა ავტორ/ადრესატ, ტექსტი სვეტებად არის ორგანიზებული, თუ აბზაცებად და სხვა);
  • ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციის/მიზნის შესატყვის გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს (მაგ., მიმართვის/დამშვიდობების ფორმულები კორესპონდენციაში, რჩევის გამომხატველი ფორმულა სარეკლამო ბროშურაში);
  • ამოიცნობს შეფასება-დამოკიდებულების გამომხატველ ენობრივ ფორმულებს;
  • ამოიცნობს გეზისა და ორიენტაციის გამომხატველ ენობრივ საშუალებებს (არსებით სახელ, ზმნიზედა, წინდებულ, ზმნისწინ);
  • ამოიცნობს აწმყო, წარსული და მომავალი დროის გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს (ზმნის ნასწავლი ფორმა, ზმნიზედა);
  • ამოიცნობს შედარების/მსგავსების გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები