უცხ.ს.II.10.

მოსწავლეს შეუძლია პრესაში გაეცნოს ყოფითი ხასიათის, ინფორმაციულ ტექსტებს (მაგ., საქმიანი განცხადება, ინტერვიუ, ტელეპროგრამა და სხვა) და გაიგოს ექსპლიციტურად მოცემული ინფორმაცია.

ინდიკატორები

ა) კითხულობს და იგებს საქმიან განცხადებებს.

  • ამოიცნობს განცხადების მიზანს (მაგ., საზაფხულო შემოთავაზებები);
  • ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას.

ბ) კითხულობს და იგებს ინტერვიუს, რეპორტაჟს.

  • ამოიცნობს კორესპონდენტს, რესპონდენტს;
  • ამოიცნობს თემას/საკითხებს;
  • ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას;
  • ამოიცნობს რესპონდენტის დადებით და უარყოფით დამოკიდებულებებს.

გ) კითხულობს და იგებს ტელეპროგრამას.

  • ამოიცნობს პროგრამის ფორმატს (მაგ., კვირის განრიგ, გადაცემის დასათაურებას, არხების ლოგოებ);
  • ამოიცნობს გადაცემის ტიპს;
  • ამოიცნობს ანოტაციის ზოგად შინაარსს;
  • ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (მონაწილე, შემსრულებელი, დღე, დრო და სხვა).

) კითხულობს და იგებს დაიჯესტს:

  • ამოიცნობს თითოეული ამბის ზოგად შინაარსს;
  • სათაურს აკავშირებს შინაარსთან.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები