უცხ.ს.I.31.

მოსწავლე ფლობს სტრატეგიულ უნარებს წარმატებული სწავლის უზრუნველსაყოფად. 

ინდიკატორები

  • საჭიროების შემთხვევაში ითხოვს დახმარებას, კონსულტაციას;
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ წარმოადგენს გამოყენებულ სტრატეგიებს, ადარებს სხვების მიერ გამოყენებულ სტრატეგიებს;
  • მონაწილეობს გამოყენებული სტრატეგიების ეფექტურობის შეფასებაში;
  • თანხმდება განსხვავებული სტრატეგიების მოსინჯვა-გამოყენებაზე;
  • ადარებს სხვადასხვა, მათ შორის მშობლიური ენის შესწავლისას მიღებულ გამოცდილებას ერთმანეთთან, განსაზღვრავს თუ რამდენად გამოადგება ესა თუ ის სტრატეგია სხვა ენის ან სხვა საგნის სწავლის პროცესში;
  • აანალიზებს შეცდომების, ხარვეზების მიზეზებს;
  • მონაწილეობს თვითშეფასებასა და თანაშეფასებაში (მოსწავლე-მასწავლებელი ან მოსწავლე-მოსწავლე ერთსა და იმავე ნაშრომს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ასწორებენ);
  • შედეგებზე დაკვირვებით აღნიშნავს, სად აქვს წინსვლა;
  • აანალიზებს წარმატების თუ წარუმატებლობის მიზეზებს მათი შემდგომში გათვალისწინების მიზნით;
  • ასახელებს ფაქტორებსა და მიზეზებს, რომლებიც ხელს უშლის წინსვლას (მაგ. უყურადღებოდაა, არ იმეორებს მასალას, ვერ ბედავს შეკითხვის დასმას, ეშინია შეცდომის დაშვებისა და სხვა);
  • ასახელებს, რა ცხოვრებისეულ სიტუაციებში შეიძლება გამოიყენოს უცხოურ ენაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება.

რესურსები