უცხ.ს.I.29.

მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე განახორციელოს სხვადასხვა ტიპის პროექტი (მაგ., შეადგინოს კულინარიული რეცეპტების კრებული, სკოლის მოსწავლეთა ნახატების/ნაკეთობების კატალოგი ვებ-გვერდზე განთავსებლად უცხოენოვანი მოსწავლეების საყურადღებოდ და სხვა). 

ინდიკატორები

  • მასწავლებელთან და გუნდის წევრებთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორციელების კრიტერიუმებს;
  • გუნდის წევრებთან ერთად განსაზღვრავს და გეგმავს განსახორციელებელ ეტაპებს;
  • მასწავლებელთან და გუნდის წევრებთან ერთად ადგენს შესრულების ვადებს;
  • მასწავლებლის დახმარებით ახდენს ცოდნისა და უნარების მობილიზებას; განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა და უნარები უნდა შეიძინოს დასმული ამოცანების გადასაჭრელად;
  • გუნდის წევრებთან ერთად, მასწავლებლის დახმარებით განსაზღვრავს საკუთარ ფუნქციებს;
  • გუნდის წევრებთან ერთად მოიძიებს, შეარჩევს და დაამუშავებს ინფორმაციას; განახორციელებს პროექტს;
  • გუნდის წევრებთნ ერთად წარუდგენს სხვა ჯგუფს პროექტის გეგმის შავ ვარიანტს;
  • შენიშვნების, კომენტარების გათვალისწინებით გუნდის წევრებთნ ერთად აუმჯობესებს და ასრულებს პროექტს.

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები