უცხ.ს.I.25.

მოსწავლე ფლობს ელემენტარულ ენობრივ უნარ-ჩვევებს და იყენებს მათ.

ინდიკატორები

  • ინტერაქციისას შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის მიმართვის ფორმებს, გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს;
  • მართებულად იყენებს მეტყველების თავაზიან და ფამილარულ ფორმულებს;
  • სათანადოდ იყენებს სხვადასხვა შინაარსის (თხრობითი, კითხვითი, ძახილის) მქონე წინადადებას;
  • იცავს შესაბამის ინტონაციას სხვადასხვა მოდალობის წინადადებების წარმოთქმის დროს;
  • იყენებს ადგილმდებარეობის გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს;
  • იცავს ელემენტარულ სინტაქსურ მიმართებებს წინადადებების წევრებს შორის (ზმნის სათანადო პირსა და რიცხვში);
  • სათანადოდ იყენებს ნასწავლ ლექსიკურ ერთეულებს.

რესურსები