უცხ.ს.I.14.

მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სტრატეგიას შინაარსის გაგების გასაადვილებლად.

ინდიკატორები

  • კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით მთლიანობაში აკვირდება ტექსტს, მის სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს (მაგ., სათაურ, რუბრიკა, ილუსტრაცია, წარწერა, აბზაც, სვეტ, ლოგო, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებ - მსხვილ შრიფტ და სხვა) და იყენებს მათ საყრდენებად;
  • დამოუკიდებლად ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების მნიშვნელობას ნაცნობი ელემენტების (როგორებიცაა: ილუსტრაციებ, ნაცნობ ფუძე, კონტექსტ, მშობლიურ ენაში დამკვიდრებულ უცხოურ სიტყვებ /მაგ. ტელეფონი, ბანანი, ტაქსი/ და სხვა) დახმარებით;
  • მშობლიურ ენაზე აღწერს, რა გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავი ამოცანის გადაჭრა; ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა იმის შესახებ, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო მისადაგებული/ეფექტური და რატომ;
  • იხსენებს, შეუსწავლია თუ არა ასეთი ტექსტები სხვა ენების ან საგნების შესწავლისას და გამოუყენებია თუ არა ასეთი სტრატეგიები;
  • განსაზღვრავს, რა ტიპის ტექსტების ათვისებისას შეიძლება მსგავსი სტრატეგიების გამოყენება.

რესურსები