უცხ.ს.I.10.

მოსწავლეს შეუძლია ყოფითი ხასიათის ინფორმაციული ტექსტის წაკითხვა და გაგება

ინდიკატორები

. კატალოგი.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ამოიცნობს ნივთის, საგნის ნიშან-თვისებებს (წონა, ზომა, ფერ, მასალა);
  • ამოიცნობს ფასს.

ბ. სამარშრუტო გეგმა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ამოიცნობს პირობით ნიშნებს;
  • ამოიცნობს წარწერებს.

გ. მენიუ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ამოიცნობს რუბრიკებს (მაგ., ცხელ/ცივ კერძებ, დესერტ, სასმელებ და სხვა);
  • ამოიცნობს კერძებს/სასმელებს;
  • ამოიცნობს მათ ინგრედიენტებსა და ფასს.

 

დ. კულინარული რეცეპტი.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ამოიცნობს ცალკეულ ინგრედიენტს;
  • ამოიცნობს ინგრედიენტთა მითითებულ რაოდენობას;
  • ამოიცნობს ცალკეულ მოქმედებებს (მაგ., გაფცქვნა, მორევა, ჩაყრა და სხვა).

რესურსები