უცხ.ს. VIII.18.

მოსწავლეს შეუძლია თარგმნოს უცხოენოვანი წყაროები/ტექსტები ან დაამუშაოს ისინი სხვა დაინტერესებულ პირთათვის (მაგ., თანაგუნდელისთვის) ან შემდგომი გამოყენებისათვის.

ინდიკატორები

  • აკეთებს უცხოენოვანი ტექსტის სქემატურ ჩანაწერებს და მასზე დაყრდნობით სწავლების ენაზე ზეპირად გადმოსცემს ტექსტის მოკლე შინაარსს;
  • წერს ტექსტის რეზიუმეს სწავლების ენაზე (ტექსტს ყოფს აზრობრივ მონაკვეთებად, აზრობრივი მონაკვეთები დაჰყავს ძირითად აზრამდე და ნათლად გადმოსცემს მას);
  • ადგენს კონსპექტს (გამოყოფს მნიშვნელოვან ინფორმაციას, ამზადებს სქემატურ ჩანაწერს და მასზე დაყრნობით საკუთარი სიტყვებით გამოსცემს ინფორმაციას);
  • წერილობით/ზეპირად თარგმნის არამხატვრულ ტექსტებს (რეზიუმე, სტატია, მიმოხილვა, ინსტრუქცია და სხვა);
  • თარგმნის მხატვრული ლიტერატურის პროზაულ თუ პოეტურ ნიმუშებს მშობლიურ ენაზე.

 

რესურსები

სარეკომენდაციო აქტივობები