უცხ.ს. I.13.

მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს ტექსტის კომპოზიციური მახასიათებლები და ნასწავლი ენობრივი ფორმები. 

ინდიკატორები

  • განარჩევს ერთმანეთისაგან სხვადასხვა სახის ტექსტის კომპოზიციურ თავისებურებას (მაგ., კატალოგისას მენიუსაგან);
  • ამოიცნობს ტექსტის სტრუქტურული ორგანიზების თავისებურებებს (მაგ., აქვს თუ არა სათაური/ქვესათაური, რუბრიკები; მითითებულია თუ არა ავტორი ან ადრესატი; ტექსტი სვეტებად არის ორგანიზებული თუ აბზაცებად და სხვა);
  • ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციის შესატყვის გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს (მაგ., მიმართვის/დამშვიდობების ფორმულას კორესპონდენციაში);
  • ამოიცნობს ახლანდელი/წარსული დროის გამომხატველ ზმნის ფორმებს, ზმნიზედებს;
  • განარჩევს თხრობითი და ბრძანებითი კილოს გამომხატველ ზმნის ფორმებს;
  •  ამოიცნობს ადგილმდებარეობისა და დროის გამომხატველ მარტივ ენობრივ საშუალებებს (მაგ., ზმნიზედა, სიტყვათშეთანხმება, წინდებულ);
  •  ამოიცნობს სინტაქსურ მიმართებებს მარტივი წინადადებების წევრებს შორის (მაგ., არსებითი და ზედსართავი სახელების რიცხვში შეთანხმება).

 

რესურსები