უცხ.დ.VI.6.

მოსწავლეს შეუძლია ახსნა-განმარტებითი ხასიათის ტექსტების, ინსტრუქციების წაკითხვა და გაგება (მაგ., თამაშის წესი, როგორ გავაკეთოთ ესა თუ ის ნაკეთობა და სხვა).

ინდიკატორები

  • პირველ რიგში, აკვირდება ტექსტის კომპოზიციას, არასიტყვიერ და სიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს (მაგ., სათაურებს, რუბრიკებს, ილუსტრაციებს, სქემებს, ისრებს, ლოგოებს, წარწერებს, ძირითადი ტექსტის განლაგებას, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს და სხვა) და განსაზღვრავს, ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს ესა თუ ის ინფორმაცია;
  • ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (მაგ., საჭირო მასალას, მის მახასიათებლებს, რაოდენობას, მოქმედების ადგილს და სხვა);
  • ამოიცნობს მითითებებს;
  • ამოიცნობს მოქმედებათა თანამიმდევრობას.

რესურსები