უცხ.დ.VI.20.

მოსწავლეს შეუძლია უცხოურ ენაზე სხვადასხვა ტიპის პროექტის განხორციელება (მაგ., გენეალოგიური ხის შედგენა, კატალოგის შექმნა-წარმოდგენა და სხვა).

ინდიკატორები

  • მასწავლებელთან ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორციელების კრიტერიუმებს;
  •  გუნდის წევრებთან და მასწავლებელთან ერთად გეგმავს პროექტის განხორციელების ეტაპებს;
  •  გუნდის წევრებთან ერთად მასწავლებლის დახმარებით განსაზღვრავს და ინაწილებს ფუნქციებს;
  •  გუნდში ასრულებს საკუთარ ფუნქციას;
  •  მასწავლებლის, მშობლის ან სხვა პირის დახმარებით მოიძიებს სათანადო რესურსებს;
  •  გუნდის წევრებთან ერთად მასწავლებლის დახმარებით შეარჩევს და ამუშავებს მოძიებულ მასალას;
  •  მასწავლებლის დახმარებით აუმჯობესებს და ასრულებს პროექტს.

რესურსები