უცხ.დ.VI.1.

მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი მცირე ზომის დიალოგის გაგება.

ინდიკატორები

  • ამოიცნობს სასაუბრო თემას, კონტექსტს;
  • ამოკრებს დიალოგიდან კონკრეტულ დეტალებს (ვინ, სად, რამდენი, როდის, როგორი და სხვა);
  • განარჩევს თანამოსაუბრეთა მიერ ინტონაციით გამოხატული ნათქვამის მოდალობას (მაგ., თხოვნა, მოთხოვნა, შეკითხვა, ბრძანება);
  • რეპლიკებზე დაყრდნობით გამოაქვს კონკრეტული დასკვნები თანამოსაუბრეთა შესახებ (მაგ., მათი სურვილები, გეგმები, ინტერესები, საქმიანობის, დამოკიდებულებები შესახებ);
  • განარჩევს თავაზიან და ფამილარულ ფორმულებს.

რესურსები