უცხ.დ.V.9.

მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გაგების გასაადვილებლად სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება.

ინდიკატორები

  • დამოუკიდებლად ამოიცნობს უცნობი სიტყვების, წინადადებების მნიშვნელობას ნაცნობი ელემენტების დახმარებით (მაგ., კონტექსტი, ილუსტრაცია, ნაცნობი ასოები);
  • ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით მშობლიურ ენაზე გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
  • კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით, მთლიანობაში აკვირდება ტექსტს, მის სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს (სათაურ, რუბრიკა, ილუსტრაცია, წარწერა, აბზაც, სვეტ, ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებ /მაგ., მსხვილი შრიფტი/ და სხვა) და იყენებს მათ საყრდენებად;
  • მშობლიურ ენაზე აღწერს, რა გზით მოახერხა ამა თუ იმ საკითხავი დავალების შესრულება; ადარებს სხვების მიერ შერჩეულ ხერხს და გამოაქვს დასკვნა იმის შესახებ, თუ რომელი მიდგომა იყო უფრო მისადაგებული/ეფექტური და რატომ.

რესურსები